შსს-მ მთელი ქვეყნის მასშტაბით ველურად მზარდი კანაფი გაანადგურა
საქართველო, 1 აგვისტო,
საქინფორმი. შს მინისტრ
ალექსანდრე ჭიკაიძის ბრძანების საფუძველზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით,
ნარკოტიკული საშუალებების განადგურების ღონისძიება სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, აჭარაში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ერთდროულად ჩატარდა. შსს-ს სამხარეო სამმართველოების თანამშრომლებმა ველურად მზარდი კანაფი შესაბამისი წესების დაცვით გაანადგურეს.
სამართალდამცველებმა აღნიშნული რეგიონების სხვადასხვა სოფლების მიმდებარე ტერიტორიებიდან ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი 28 ტონა და 373 კგ მცენარე გაანადგურეს.