სამართალი
მთავარი პროკურატურა: „მიხეილ სააკაშვილის ბრალდების დადგენილება გამოტანილი იქნა ნინო ბურჯანაძის დაკითხვამდე“

1-meshinia-sam1საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, დავით კეზერაშვილისა და გიორგი უგულავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

მტკიცებულებათა გაცვლა ბრალდებულების ადვოკატებთან მოხდა 2014 წლის 29 ივლისს, შესაბამისად დაცვის მხარის განცხადება გაცვლიდან მეორე დღეს მტკიცებულებათა არარსებობის შესახებ არასერიოზულია და მიზნად ისახავს მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
ასევე, გვინდა განვმარტოთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრალდების დადგენილება გამოტანილი იქნა ნინო ბურჯანაძის დაკითხვამდე, ვინაიდან გამოძიების მიერ ნ. ბურჯანაძის დაკითხვის გარეშეც შეკრებილი იყო უტყუარი მტკიცებულებების საკამარისი ერთობლიობა, რაც იძლეოდა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს მ. სააკაშვილის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე“.