საზოგადოება
რიჩარდ ნორლანდი საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა

1-sxdnen-saz3საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი USAID-ის  მხარდაჭერით საქართველოს ატლანტიკური საბჭოს მიერ განხორციელებული პროექტის - „საქართველოს უსაფრთხოების სექტორის მიმოხილვა“ დასკვნითი ანგარიშის პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა. პროექტის მიზანი იყო უსაფრთხოების სექტორის გამჭვირვალობის, ეფექტურობის და ანგარიშვალდებულების გაზრდა ინსტიტუციური და სამართლებრივი მექანიზმების გაძლიერებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავების გზით.
ატლანტიკურმა საბჭომ შეიმუშავა მთელი რიგი საინტერესო და სერიოზული რეკომენდაციები, რასაც ჩვენც გავეცნობით. რეკომენდაციები წვლილს შეიტანს საქართველოში მიმდინარე დებატებში სახელმწიფოს მიერ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების საკითხებზე”,- აღნიშნა ელჩმა.