საზოგადოება
„დღემდე ქ-ნი ბურჯანაძე მალავს საკუთარი გაქრისტიან-დემოკრატების ფაქტს და განცხადებებს კვლავინდებურად არარსებული "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" სახელით აკეთებს!“
1-vitarcsarke-saz2საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში „ქდმ“-ს ფოთის, წყალტუბოს, წალკის და ბოლნისის ორგანიზაციების თავმჯდომარეებმა საჩივარი შეიტანეს, რომლითაც ითხოვენ ქდმ-ს თავმჯდომარედ ნინო ბურჯანაძის არჩევის ბათილად ცნობას. ქრისტიან-დემოკრატები მიუთითებენ, რომ 6 მაისს გამართულ ე.წ. ყრილობაში არ მიუღიათ მონაწილეობა „ქდმ“-ს ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეებს. ზოგადად ყრილობა ჩატარდა გასაიდუმლოებულ ვითარებაში, ისე რომ ყრილობის შესახებ არ ეცნობათ პარტიის წევრებს, არც წინასწარ და არც შემდომ. ყრილობას არ ესწრებოდნენ ჟურნალისტები. ყრილობის გარეშე თავმდჯომარის შეცვლა კი პირდაპირ ეწინააღმდეგება ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის მე-17 მუხლს, ისევე როგორც ქდმ წესდების მე-5 მუხლს. ქრისტიან-დემოკრატები აგრეთვე ითხოვენ საჩივრის წარმოების დასრულებამდე შეჩერდეს ნინო ბურჯანაძის, როგორც ქდმ თავმჯდომარის უფლებამოსილება.