უცხოეთი
საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. "როსპოტრებნადზორმა" შეაჩერა რფ-ში უკრაინული წვენებისა და საბავშვო კვების პროდუქტების შეტანა. ამის შესახებ უწყება ხუთშაბათს იტყობინება.
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში ფედერალური სახელმწიფო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისა და ფედერალური სახელმწიფო ზედამხდეველობის განხორციელებისას გამოვლენილი იქნა, რომ უკრაინის წვენების პროდუქციას არ გაუვლია სახელმწიფო რეგისტრაცია საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისობაზე, ამასთან ეტიკეტებზე მითითებულია საბაჟო კავშირის წევრი სახელმწიფოების ბაზარზე პროდუქციის მიმოქცევის ერთიანი ნიშანი - "ЕАС“, - ნათქვამია ცნობაში.