უცხოეთი
ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა: ქართველ დაქირავებულ მებრძოლთა ქვედანაყოფები ლუგანსკის ქალაქ პოპასნაიაში შევიდნენ

1-LNR-zar-2საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. კიევის ხუნტის მხარეზე მებრძოლი ქართველ დაქირავებულ მებრძოლთა ქვედანაყოფები პოპასნაიაში შევიდნენ, - იტყობინება ლუგანსკის სახალხო რეპსუბლიკის პრესსამსახური. ცნობის ციტირებას დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პრესსამსახური Twitter-ში ახდენს.

აპრილში მედია იტყობინებოდა, რომ საქართველოში დაიწყო დაქირავებულ მებრძოლთა გაწვევა უკრაინაში გასაგზავნად. მედიის ცნობით, მოხალისეთა გუნდების დაფინანსება ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონისა“ და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით ხდებოდა, რომელიც ხელისუფლების სათავეში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იმყოფებოდა.