სამართალი
ეკა ბესელია: „მერე რა, რომ სააკაშვილი ქვეყნის პირველი პირი იყო"

1-samart-3-boseliaსაქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოთქმულ პოზიციას აფასებს.

ბესელიას თქმით, ხელისუფლება ყურადღებით უსმენს და პატივისცემით ეპყრობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას, თუმცა თავად დეპარტამენტი საკუთარ ანგარიშებში აღნიშნავდა, რომ გამოსაძიებელი იყო 7 ნოემბრისა და 26 მაისის საქმეები.

"ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მოსაზრებას, თუმცა კანონზე მაღლა ვერავინ დადგება. მერე რა, რომ ის ქვეყნის პირველი პირი იყო. მერე რა, რომ მას ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა," - აცხადებს ბესელია.