სამართალი
სააკაშვილის ადვოკატი: „მიხეილ სააკაშვილის საქმეში ოქრუაშვილის ჩვენება მტკიცებულებად ვერ იქნება წარმოდგენილი“

1-samart-1-Okroსაქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ოთარ კახიძის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენება საქმეში მტკიცებულებას არ წარმოადგენს. ოქრუაშვილი იმ დროისთვის, როდესაც აღნიშნული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, არ იმყოფებოდა მინისტრთა კაბინეტში, მას არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა იმ გადაწყვეტილებებთან, რომელიც იქნა მაშინ მიღებული და მას უბრალოდ ინფორმაციაც ვერ ექნება, თუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება, ვისთან შეთანხმდა და ა.შ. ოქრუაშვილის ჩვენება საერთოდ შემხებლობაში არ არის ამ ბრალეულობასთან. ეს არის ჩვენება, სადაც საუბრობს, რომ მიხეილ სააკაშვილს რაღაც სურვილები ჰქონდა, რაღაც განზრახვები ჰქონდა, ამ განზრახვებს უზიარებდა და ა.შ. ამ განზრახვებსა და ვარაუდებზე არის დაყრდნობილი“, - აცხადებს ადვოკატი.