საზოგადოება
„კარგია, რომ სააკაშვილის მიმართ ბრალის წაყენება ახლა მაინც მოხდა. თუმცა, ვთვლი რომ მაინც დაგვიანებულია ეს პროცესი, რადგან წელიწადი და რვა თვე ხელისუფლებამ სრულიად ფუჭად დაკარგა და ამ პერიოდის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სააკაშვილმა კიდევ ბევრი რამ დაუშავა საქართველოს მოსახლეობას. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებულ იქნას აგვისტოს ომი და უპირველეს ყოვლისა სააკაშვილმა პასუხი აგოს 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით. ასევე აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი დარბევა, უამრავი დატერორებული ადამიანის საქმე...
მე პროკურატურას უკვე არაერთი ინფორმაცია მივაწოდე და ახლაც მზად ვარ ხელი შევუწყო გამოძიების სამართლიანად და ობიექტურად ჩატარებას“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.