პუბლიკაციები
"შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის გამო!”

1-polit-2-anal-1-avrcelebsსაქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს:
„შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის გამო. კანონის უზენაესობის ერთგულება ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველამ უნდა დაიცვას კანონი, არამედ იმასაც, რომ სამართლებრივი სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური შურისძიების იარაღად.
ჩვენ ამ და სხვა დაკავშირებულ საქმეებს ყურადღებით ვაკვირდებით და ხაზგასმით აღვნიშნავთ სამართლიანი სასამართლოსა და კანონის უზენაესობის პრინციპების განუხრელი დაცვის მნიშვნელობას".