საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ, კრემლის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებისათვის მხარდაჭერის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რუსეთის მიმართ სანქციების გაფართოების შესახებ განაცხადა. სანქციების ქვეშ მოჰყვნენ სამი რუსული ბანკი - ВТБ, „ბანკ მოსკვი“ და „როსსელხოზბანკი“.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკა უერთდება ევროკავშირს და მოსკოვის წინააღმდეგ ენერგეტიკის, თავდაცვისა და ფინანსების სფეროში ახალ სანქციებს აწესებს.
მისივე თქმით, ახალი ეკონომიკური სანქციები მიმართულია იქით, რომ რუსულ ბანკებს კაპიტალის ბაზარზე წვდომა გაურთულოს და დარტყმა მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას, რითაც დასჯის მოსკოვს აღმოსავლეთ უკრაინაშ სეპარატისტების მხარდაჭერისათვის.
„დღეიდან შემოღებული სერიოზული სანქციები მიმართულია იქით, რომ დამატებითი ზეწოლა განახორციელოს რუსეთზე, მათ შორის, პუტინის გარემოცვაზე, რომელიც ხელს უწყობს უკრაინაში რუსეთის უკანონო ქმედებებს“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
„ჩვენ ვწყვეტთ ცალკეული საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტს რუსეთის ენერგეტიკული სექტორისათვის, - განმარტა ბარაქ ობამამ, - ვავრცელებთ ჩვენს სანქციებს რუსეთის სხვა ბანკებსა და თავდაცვით კომპანიებზე. ვყინავთ კრედიტებს, რომლებიც ხელს უწყობდა რუსეთში საქონლის ექსპორტს, ასევე, ეკონომიკური განვითარების პროექტების დაფინანსებას“.