უცხოეთი
რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრო: გაეროს მოხსენება უკრაინის შესახებ არაობიექტური და ფარისევლურია

1-doklad-zar-2საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. გაეროს სამონიტორინგო მისიის მოხსენებაში უკრაინის შესახებ არ არის მთავარი - მოთხოვნა კიევისადმი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში სადამსჯელო ოპერაციის შეწყვეტის შესახებ, ნათქვამია რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
წინა დღეებში გაეროს უმაღლესი კომისრის ადამიანთა უფლებების დაცვის სამმართველომ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელიც 8-15 ივლისის პერიოდს მოიცავს.

დოკუმენტში, კერძოდ, მითითებულია კონფლიქტის ორივე მხარის მიერ ძირითადი საერთაშორისო ჰუმანიტარული უფლებების მრავალრიცხოვანი დარღვევის, კიევის ხელისუფლებისა და აღმოსავლეთ უკრაინის სახალხო მოლაშქრეების მიერ მძიმე შეიარაღებისა და არტილერიის გამოყენების ფაქტები, რაც მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვის ზრდას იწვევს.