სამართალი
დაკავებულები მოქალაქეებისგან ავტომანქანებს და ავტომანქანების ძარებს ყიდულობდნენ, შემდეგ მათი გაყალბებული „ვინკოდები“ და სახელმწიფო ნომრები იმავე მარკისა და მოდელის ავტომანქანებზე თაღლითურად გადაჰქონდათ. გაყალბებულ „ვინკოდიან“ ავტომანქანებს, სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ბანკებში გირავნობით ტვირთავდნენ. ამ ორგანიზაციებისათვის მიყენებულმა ზიანმა 85 257 ლარი შეადგინა.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს.