ავღანეთში, ყანდაღარის საჰაერო ბაზაზე სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა სახალხო დღესასწაული "ვაჟაობა" აღნიშნეს
საქართველო, 30 ივლისი,
საქინფორმი. ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცებმა ხალხური და საკუთარი სიმღერები შეასრულეს, ასევე,
ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს. ღონისძიება ბატალიონის კულტურულ-რეკრეაციულ ცენტრში გაიმართა.
ქართველი სამხედროები ავღანეთში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს ხშირად მართავენ. მომავალში ჭადრაკსა და შაშშიც იგეგმება ტურნირის ჩატარება. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები წარმატებით ასპარეზობენ ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე სხვადასხვა ქვეყნის სამხედროებს შორის მიმდინარე ფეხბურთის ჩემპიონატშიც.