აქტუალური
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია იმყოფება

1-aqtual-2-DoiCeსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. გერმანელი სტუმრები, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების ერთობლივი პოლიტიკის საკითხთა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის ანდრეას ქინდლის (Andreas Kindl) ხელმძღვანელობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა მიიღო.
მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრის თემა იყო ასევე,  საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა. მიხეილ დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან ერთი ქართული ასეული ავღანეთში „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში გერმანული კონტინგენტის შემადგენლობაში მიიღებს მონაწილეობას.