პუბლიკაციები
სააკაშვილთან ერთად, საბრალდებო სკამზე მისი ამერიკელი პატრონები უნდა დასხდნენ! - არნო ხიდირბეგიშვილის ძველი პუბლიკაციის კვალდაკვალ „და წვიმა ყველა ნაკვალევს შლის...“

1-anal-RUS-GEOსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. ძვირფასო მკითხველო! გთავაზობთ გაიხსენოთ არნო ხიდირბეგიშვილის პუბლიკაციის „და წვიმა ყველა ნაკვალევს შლის...“ ფრაგმენტები, რომელიც საქინფორმმა 2011 წლის 26 მაისს გამოაქვეყნა.

„2011 წლის 21-დან 25 მაისის ჩათვლით საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი მუდამ გატყობინებდათ „სახალხო კრების“ საპროტესტო აქციის შესახებ: თბილისსა და ბათუმში, თავისუფლების მოედანზე დედაქალაქში, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან და რუსთაველის პროსპექტზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, სადაც ტრადიციულად მიმდინარეობს მოვლენები, ჩვენი ბედკრული და მშვენიერი სამშობლოს ბედს დიამეტრულად რომ ცვლის. დიახ, აქ, გოლგოთად ქცეულ ადგილას, ჩვენ, ქართველები, ტრადიციულად ვხოცავთ ერთმანეთს, ბოლო წუთებში ჩვენს გონზე მოყვანას ლამობს პატრიარქი, რომლისაც, ასევე ტრადიციულად, არ გვესმის...

ისტორია ყველა ამ მოვლენას თავისებურად შეაფასებს: „სისხლიან კვირად“ მონათლულ 1989 წლის 9 აპრილს, 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის „თბილისის რევოლუციას“, 2003 წლის ნოემბრის „ვარდების რევოლუციასა“ და გუშინდელ – 2011 წლის 26 მაისის ტრაგედიას, როცა, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ კოლექტივისდა სამწუხაროდ, მოვლენები ჩვენი სააგენტოს მიერ 24 და 25 მაისის ანალიტიკურ მასალებში პროგნოზირებული სცენარის მიხედვით წარიმართა, მცირეოდენი და მეორეხარისხოვანი კორექტივებით.

თუმცა დღეს უკვე დაბეჯითებით შეგვიძლია განვაცხადოთ: 2011 წლის 26 მაისს საქართველოში კვლავ ადგილი ჰქონდა მოვლენას, რომელმაც კარდინალურად შეცვალა მისი ისტორია და დამოუკიდებლობის დღის 20 წლის იუბილე გლოვის დღედ აქცია! განა 20 წლის წინათ ან, თუნდაც, გუშინ ვინმე ივარაუდებდა, რომ 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის პროსპექტზე საპროტესტო აქციის დამრბევი გენერალ როდიონოვის სპეცრაზმი სიმფონიური ორკესტრის მევიოლინეებად მოგვეჩვენებოდა საქართველოს შსს სპეცრაზმთან შედარებით, რომელმაც წუხელ ღამის სადამსჯელო სპეცოპერაცია იმავე ადგილას ჩაატარა?!

დაშლა კი არა, სწორედაც რომ სადამსჯელო სპეცოპერაცია განახორციელეს ღამით ჩვენმა უშიშარმა პოლიციელებმა საკუთარი უიარაღო ხალხის წინააღმდეგ, გულგრილად რომ შემოარტყეს ალყა მომიტინგეთა პერიმეტრს და ყველა მხრიდან ერთდროულად თავს დაესხნენ, წამოეწეოდნენ რა და გზადაგზა ხელთ იგდებდნენ – რეზინის ხელჯოხებით, მუშტებით, რეზინის ტყვიებით, წყლის ჭავლით ცელავდნენ და წამლავდნენ მხუთავი გაზით!

დიახ, თბილისის ცენტრში გუშინ იყო გაზის სექტორი, მაგრამ დღეს, კვამლთან ერთად, საშინელი მითები გაიფანტა:

– რომ პოლიციელები, სპეცრაზმი – ესეც ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი შვილები და ქართველები არიან: დღევანდელი დღიდან უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ისინი არიან გამოწვრთნილი ტერმინატორები, რომლებიც თავიანთი ხელმძღვანელობის ბრძანების შემთხვევაში მზად არიან, მოკლან მშობელი დედა!

– რომ ამერიკის შეერთებული შტატები – საქართველოს მეგობარი და პარტნიორია: დღეიდან ნებისმიერი ქართველისთვის, რომელსაც აზროვნება ჯერ კიდევ შერჩენია, ჯონ ბასი და შაჰ აბასი არის ერთი და იგივე! აშშ-ის ელჩს საქართველოში, ულვაშითა დაბლანჟეწვერით ძალიან რომ ჰგავს ირანის იმ შაჰს, წუხელ ერთი სიტყვით შეეძლო სისხლისღვრის შეჩერება, თუმცა ეს არ გაუკეთებია. უფრო მეტიცტრაგედიამდე ორი საათის წინ მოიწონა ხელისუფლების თვითნებობა, როცა სატელევიზიო განცხადებაში დემონსტრანტები მონათლა რადიკალებად, რომლებიც ცდილობენ, გამოიწვიონ დაძაბულობა და კონფრონტაცია“, ანუდესტრუქციულ, საზოგადოებისათვის საშიშ და გასანეიტრალებელ ელემენტებად!

ამგვარად აშშ-მ 2011 წლის მაისში აქეზებდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს - როგორც 2008 წლის აგვისტოში, როცა არ გადაათქმევინა, დაეწყო საომარი მოქმედებები. თუმცა მიშა იმიტომაცაა მიშა, რომ მოვლენებს მაინც „მტრისა და ოკუპანტის“ საწინააღმდეგოდ შემოატრიალებს: „უახლოეს დღეებში რუსი ჯაშუშებისა და საქართველოში რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ მორიგ სერიას შემოგვთავაზებენ და მასობრივ დაპატიმრებებსაც განახორციელებენ.

…მფრინავებს აქვთ ასეთი ცნება – „არდაბრუნების წერტილი“: ასე უწოდებენ სიტუაციას, როცა აფრენისას, ტექნიკური გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაშიც კი, თვითმფრინავის გაჩერება არ შეიძლება. ჰოდა, გუშინ თავისი არდაბრუნების წერტილი გამოსცადა საქართველოში ყველამხელისუფლებამაც, ოპოზიციამაც და საზოგადოებამაც!

P.S. წუხელ თბილისში, თითქოსდა სააკაშვილის შეკვეთით, ძლიერი თავსხმა წამოვიდაწვიმა ხომ ყველა ნაკვალევს შლის, თუნდაც ის სისხლიანი ნაკვალევი იყოს...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი