საზოგადოება
სააღსრულებო ბიუროებმა მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობასთან დაკავშირებით მიღებულ სააღსრულებო ფურცლებზე წარმოება შეწყვიტეს.
ამნისტია მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობისთვის დაჯარიმებულ მოქალაქეებს შეეხოთ.
თუკი აღნიშნული სამართალდარღვევისთვის მგზავრები 2010 წლის 1 აგვისტომდე დაჯარიმდნენ და სააღსრულებო საქმის წარმოება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიღებული კანონის ამოქმედებამდე არ დასრულებულა, მათი საქმე დაიხურება.
დაჯარიმებული მოქალაქეები, როგორც ჯარიმის, ისე მასზე დაკისრებული საურავის გადახდისგან გათავისუფლდებიან.