საქართველოს პრეზიდენტი ელექტროენერგიის მასშტაბურ შეზღუდვას ეხმაურება და სომხურ მხარეს მადლობას უხდის
საქართველო, 29 ივლისი,
საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება 27 ივლისს ელექტროენერგიის მასშტაბურ შეზღუდვას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
გიორგი მარგველაშვილი მადლობას უხდის საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და ენერგეტიკოსებს ეფექტიანი მუშაობისა დაელექტროსისტემაში შექმნილი ფორსმაჟორული მდგომარეობის სწრაფად აღმოფხვრისათვის. გიორგი მარგველაშვილი ასევე მადლობას უხდის სომხურ მხარეს აღმოჩენილი დახმარებისათვის.