საზოგადოება
“ნიკიტა მარშუკინოვს სტუდენტთა უფლებების ლიგის წარმომადგენლები შეხვდებიან” - საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის განცხადება

1-kazanprez-saz2საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. ანაკლიაში საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის წარმომადგენლები კაზანტიპის რესპუბლიკის პრეზიდენტს ნიკიტა მარშუკინოვს შეხვდებიან. "ანაკლიაში კაზანტიპის რესპუბლიკის პრეზიდენტს ნიკიტა მარშუკინოვს საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის წარმომადგენლები შევხვდებით და საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის ინიციატივაზე კაზანტიპის ფესტივალზე სტუდენტებისთვის "ვიზაზე" ფასდაკლების შეთავაზებაზე გავესაუბრებით" - განაცხადა ნოდარ თათვიძემ, საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა.