საზოგადოება
ბათუმში დღეს ერთდროულად ოთხი მსახიობის ვარსკვლავი გაიხსნება

theatre-faces28 ნოემბერს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ ერთდროულად ოთხი მსახიობის ვარსკვლავი გაიხსნება. ესენი არიან საქართველოს სახალხო არტისტები: ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიის ლაურეატი თამარ სულხანიშვილი, იუსუფ კობალაძის სახელობის პრემიის ლაურეატი ნინო საკანდელიძე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი იური ცანავა და იუსუფ კობალაძის სახელობის პრემიის ლაურეატი მანუჩარ შერვაშიძე. ისინი 30-40 წლის განმავლობაში ბათუმის დრამატულ თეატრში მოღვაწეობდნენ და თითოეულ მათგანს 100-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული.