სამართალი
საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და ნატოს დაახლოების ფორმატებსა და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. საუბარი იყო რეგიონში არსებულ ვითარებაზეც. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოს 24 ივლისს ეწვია. დელეგაციაში შედიან: ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტები დანიელ ბაკელენი და კარლ ლამერსი , ასამბლეის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ხულიო მირანდა -კალჰა, ასამბლეის გენერალური მდივანი დევიდ ჰობსი.