პუბლიკაციები
როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა უმრავლესობა უპირატესობას MERCEDES BENZ-ის მარკის ავტომანქანას ანიჭებს - სტატისტიკურ-ანალიტიკური კვლევა „საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტ-ექსპორტის და ავტოპარკის სტრუქტურის შესახებ“

1-machine-sam1-analitსაქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს ავტოპარკის 60,9%-ს მსუბუქი ავტომანქანები შეადგენს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი რუხი და თეთრი ფერისაა. ავტოპარკის მნიშვნელოვანი ნაწილი (90,9%) 2004 წლამდეა წარმოებული, თუმცა იზრდება 3 წლამდე ასაკის ავტო-მოტო ტრანსპორტის რაოდენობა. 2013 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა NISSAN-ის (32%) და HONDA- (30%) რაოდენობა. HONDA CRV- და VOLKSWAGEN JETTA/VENTO- 2013 წელს საუკეთესო ათეულში ჩაანაცვლეს VOLKSWAGEN PASSAT- და OPEL OMEGA.
მსუბუქი ავტომანქანების უმრავლესობა (51,9%) სედანის ტიპისაა, თუმცა, 2013 წელს უფრო მოთხოვნა იყო მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომანქანებზე.  სამგზავრო და სატვირთო ავტომანქანებში ლიდერობს FORD-ი, რომელიც სამგზავროების ა/ მანქანების 53%-ს შეადგენს, ხოლო სატვირთოების - 34%-ს.
თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მოქალაქეთა ხვედრითი წილი რეგიონების მიხედვით 4-დან 9-მდე მერყეობს. 2013 წელს იმპორტის მოცულობა 17%-ით გაიზარდა. იმპორტირებული ავტომანქანების 21,2% დიზელის ძრავიანია. მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტი მთელი იმპორტის 15%-ს შეადგენს; თითქმის 2-ჯერ გაიზარდა SUBARU-ს იმპორტი, რომელმაც ათეულში HYUNDAI ჩაანაცვლა. 2013 წელს RENAULT-ს ახალ ა/მ-ებზე მოთხოვნა თითქმის 4-ჯერ გაიზარდა. 2013 წელს საუკეთესო ავტომწარმოებელთა ხუთეულში შესული ავტომარკების ყველაზე მოთხოვნადი მოდელებია: TOYOTA Hilux, HYUNDAI Elantra, SKODA Octavia, KIA Rio და RENAULT Logan. 

2013 წელს პრემიუმ ბრენდების ყველაზე პოპულარული მოდელებია: Land Rover range rower (38), Land Rover Evoque (26), Mercedes ML (24) და BMW X5(23). პრემიუმ ბრენდებში უპირატესობა ენიჭებოდა 50000 აშშ დოლარამდე ღირებულების ა/მ-ებს, ხოლო საბიუჯეტო კლასიდან - 15000 აშშ დოლარამდე ღირებულების ა/მ-ებს.