საზოგადოება
პროგრამის ახალი ეტაპი საჯარო სამსახურში სისტემური რეფორმის განხორციელებას და ნატოსთან დაკავშირებით საქართველოს პრიორიტეტების რეალიზების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების სექტორს დაეთმობა. ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის განხორციელების შემდეგი ეტაპი მეორე ფაზის შეფასების საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებსაც ითვალისწინებს.
პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში ორგანიზაციული განვითარებისა და სისტემური რეფორმების მხარდაჭერა მოხდება.