აქტუალური
„შურიკ“ (ანდრო) ბარნოვი: “თუ მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტს საქართველოში დაბრუნებას,დაიწყება მათი პოლიტიკური გაქრობა!”

1-aqtik-aqt3საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. ეს განცხადება, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე „შურიკ“ (ანდრო) ბარნოვმა გააკეთა. "პრეზიდენტობის შემდეგ მთელი პერიოდი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია იმით, რომ იბრძვის უკრაინისა და საქართველოს ოკუპაციისა და ოკუპანტის წინააღმდეგ, ხოლო საქართველოში საგანმანათლებლო პროგრამებით არის დაკავებული. ამ სიტუაციაში ხელისუფლება, რომელიც არის ძალიან წარუმატებელი, რომელმაც ერთი დაპირება ვერ შეასრულა და არის აგონიაში, აკეთებს ყველაფერს, რომ მათ შექმნან ლეგალური, იურიდიული წინაღობები, რათა მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდეს საქართველოში. მათ უბრალოდ ამის ეშინიათ. ისინი არიან დარწმუნებული, რომ როგორც კი მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტს საქართველოში დაბრუნებას, დაიწყება მათი პოლიტიკური გაქრობა. მეორე, ივანიშვილი, რომელიც არის ამ ყველაფრის ავტორი, დარწმუნებულია, რომ თუ არ დაუშვებს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას და ასიამოვნებს პუტინს, ეს არის მისი უკანონო ხელისუფლების გახანგრძლივების უებარი რეცეპტი. ეს არის მისი რეცეპტი, რომელიც ცხადია, ჩვენ სასაცილოდ არ გვყოფნის. ცხადია, ეს ყველაფერი დამთავრდება ისევ მათივე კრახით", - განაცხადა „შურიკ“ (ანდრო) ბარნოვმა.