პუბლიკაციები
2014 წლის 21-23 ივლისს საქართველოს პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა შეხვედრები ვაშინგტონში გამართა

mtavatiსაქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. შეხვედრებს ესწრებოდა მედიაკავშირი ობიექტივისხელმძღვანელი ირმა ინაშვილი და ექსპერტი გია არეშიძე. 21 ივლისს შედგა 7 შეხვედრა შევხვდით ე.წ. მე-3 სექტორთან; 22 ივლისს - 8 შეხვედრა სენატორებთან; ხოლო 23 ივლისს - 11 შეხვედრა კონგრესმენებთან.  საუბარი შეეხო:
1. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს: ამ კონფლიქტის შესაძლო გაფართოებას, აგრეთვე, მოსალოდნელ საფრთხეებს მოლდავეთისა და საქართველოსთვის;
2. არჩევნებს ცხინვალში: ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების სურვილს - შევიდეს რუსეთის ფედერაციაში;
3. დაპირიპირებას სოხუმში: ანქვაბის გადადგომას და მომავალ არჩევნებს აფხაზეთში;
4. "მაიდანის" შესაძლო ინსცენირებას ერევანში: აქედან გამომდინარე, სავარაუდო საფრთხეებს საქართველოსთვის;
5. მძიმე მდგომარეობას ისრაელში: სამხედრო ოპერაციას ღაზას სექტორში და საერთო ვითარებას ქაიროში, დამასკოსა და თეირანში;
6. საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებს: მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, უგულავას დაპატიმრებას, ცვლილებებს მინისტრთა კაბინეტში.

1 2
3 4
5 6
7 8
9 10