სამართალი
„ახალგაზრდა ადვოკატები“ – ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმების შესაძლებლობა უნდა განვიხილოთ

1-bati-sam2საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას წინადადებით მიმართავს და სასამართლო ხელისუფლების ეფექტიანი მმართველობის განხორციელებისთვის, ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმების მიზანშეწონილობის განხილვას სთავაზობს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევს, რომ დღეს საზოგადოება საკმარისად არ არის მზად, მაღალი პასუხისმგებლობის ვერდიქტი გამოიტანოს. ქვეყანაში, ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტის ნაცვლად, საჭიროა მართლმსაჯულების რეალური რეფორმა და სხვა პროგრესური ფორმების დანერგვა, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნა. სახელმწიფომ ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერების ნაცვლად, უნდა იზრუნოს დაცვისა და ბრალდების მხარისთვის პროცესუალური გარანტიების შექმნაზე. მართალია, ამ მიმართულებთ, მნიშვნელოვანი ინიციატივები არსებობს, მაგრამ საჭიროა სასამართლო რეფორმა განხორციელდეს სწრაფი ტემპით, სასამართლო სისტემა დაუახლოვდეს ევროპულ გამოცდილებას.
ცნობისთვის: 2014 წლის ივლისის მდგომარეობით, ნაფიც-მსაჯულებმა საქართველოში, სულ 7 საქმე განიხილეს.