უცხოეთი
მალაიზიამ დაადანაშაულა აშშ გეოპოლიტიკის შენებაში მგზავრების სისხლსა და ძველბზე
1-putobama-zar2საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. მალაიზიის ხელისუფლებამ, რომლის „ბოინგ-777“ იქნა ჩამოგდებული სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, ვერ მოითმინა და დასავლეთის პოლიტიკური თამაში მგზავრების სისხლსა და ძვლებზე აშენებად გამოაცხადა.
კერძოდ, მალაიზიის ხელმძღვანელობამ გააკრიტიკა ბარაკ ობამა რუსეთის მიმართ ბრალდებების წაყენების გამო. მსოფლიო მედიის უწყებით - მალაიზიის პრემიერ მინისტრმა, ნაჯიბ რაზაკმა, ბოინგის ტრაგედიასთან დაკავშირებით, პარლამენტის საგანგებო სესიის გახსნაზე გააკეთა განცხადება. მედიის ცნობით მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის სიტყვებით, მალაიზიამ აშშ-ის გამოსვლას „არასწორი და ნაადრევი“ უწოდ „დადანაშაულებით იმაში, რომ აუცილებელია უტყუარი დამამტკიცებელი საბუთების მოლოდინი“.
მიუხედავად იმისა, რომ პრემიერი ხვდებოდა თუ როგორ უკმაყოფილებას გამოიწვევდა მისი სიტვები აშშ-ში, მან მაინც დაადანაშაულა ამერიკა გეოპოლიტიკის შენებაში გარდაცვლილი მგზავრების სისხლსა და ძველბზე. „ამჟამად არსებობს ბევრი პასუხ გაუცემელი კითხვა, რომელიც ართმნიშვნელოვნად მოითხოვს პასუხს, მათ შორის: იქნა თუ არა თვითმფრინავი ჭურვით ჩამოგდებული, ვინ ჩაიდინა ეს, ვის მიერ იყო მიწოდებული შეიარაღება, იყო თუ არა ეს ეკიპაჟის შეცდომა, თუ ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი აქციაა“,  - განაცხადა მალაიზიის ხელმძღვანელმა.
ამასთან დავამატებთ, რომ აშშ-ის დაზვერვამ გააკეთა სენსაციური განცხადება. Associated Press-ის ახალი ცნობით, გაირკვა, რომ კატასტროფაში რუსეთი დამნაშავე არ არის, რის საპირისპიროსაც ამტიკეცბს კიევი, რუსული ოპოზიცია და ევროპული მედიის ნაწილები.
„ექსპერტები ამერიკის ამგვარ განცხადებას „უკან დახევას“ უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ აშშ-ს იმის მტკიცებულებაც არ აქვს, რომ ეს მეამბოხეებმა ჩაიდინეს“ - ავრცელებს პრესა