სამართალი
გუშინ დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა 40 წლის ნანა ფიფია, რომელმაც 27 ოქტომბერს სუბელიანის უწყების ეზოში თავის დაწვა სცადა. ამ დღეს ფიფია სამინისტროს წინ მოშიმშილე დევნილებს შეუერთდა, რომლებიც სამინისტროს თბილისის ნებისმიერ უბანში საცხოვრებელი ფართის გამოყოფას სთხოვდნენ.
ფიფიას სხეულის 30%-ზე მეტი ჰქონდა დამწვარი და მესამე ხარისხის დამწვრობა აღენიშნებოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეებში განსაკუთრებით მძიმე იყო, ორი დღის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული და გარდაცვალების მიზეზი სასუნთქი გზების უკმარისობა გახდა.