საზოგადოება
საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შემოწმების შედეგად აღმოაჩინა, რომ კულტურის სამინისტროდან კომპანიისათვის ჯაზ-ფესტივალის ჩასატარებლად გადარიცხული თანხა არამიზნობრივად იხარჯებოდა. სახელმწიფო აუდიტის დასკვნით ნიკა რურუას მინისტრობის დროს ბათუმის ჯაზ-ფესტივალისათვის სამინისტროდან კომპანიას 1 000 000 ლარზე მეტი გადაერიცხა, ასევე ხარვეზები დაფიქსირდა ბილეთების გადანაწილების პროცესშიც.