აწყურის ქუჩაზე ხანძარს 55 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
ავლაბარში, აწყურის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, ამ დილით გაჩენილი ხანძარი მსხვერპლით დასრულდა.
ადგილზე მისულმა სახანძრო სამსახურმა ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად შეძლო, თუმცა ბინის დათვალიერებისას გაირკვა, რომ 55 წლის ანატოლი პოპოვი ხანძრის შედეგად გარდაიცვალა, დედამისი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
წინასწარი ინფორმაციით, ანატოლი პოპოვი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ლოგინში სიგარეტს ეწეოდა, რამაც ბინაში ხანძარი გააჩინა.