საზოგადოება
ხუთი დღის წინათ დაკარგული მეცხვარეები დახოცილი იპოვეს

mecxvareebiმეცხვარეების საქმედ წოდებული დანაშაული გახსნილია. 14 ნოემბერს, გამთენიისას, დაკარგული ორი მწყემსი, რომლებიც ცხვრის ფარასთან ერთად გაუჩინარდნენ, მოკლული იპოვეს. ცნობილია მკვლელის ვინაობაც. ის გარდაბნის რაიონის სოფელ ახალსოფლის მკვიდრი ზვიად ტორაძეა. მან სულხან და კობა არაბულები ჯერ დახოცა, შემდეგ კი სასაფლაოს მახლობლად ორმოში დამარხა. დანაშაულის მოტივად ფული სახელდება. უკვე ცნობილია, რომ ეჭვმიტანილს ვალები ჰქონდა და იგი პრობლემის მოგვარებას ამ გზით შეეცადა. წინასწარი ინფორმაციით, 39 წლის კობა არაბულსა და 47 წლის სულხან არაბულს ჭრილობები სანადირო თოფით აქვთ მიყენებული თავისა და გულმკერდის არეში. რაც შეეხება დაკარგულ ცხვრის ფარას, მისი ნაწილი ნაპოვნია.