პოლიტიკა
საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე უწყების ხელმძღვანელის მოქმედი პირველი მოადგილე ოთარ დანელია, სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრად საგზაო დეპარტამენტის უფროსი დავით შავლიაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად კი უკვე ყოფილი მინისტრის მოადგილე გელა დუმბაძეა წარდგენილი.
კულტურის მინისტრობის კანდიდატს კი პრემიერი მაქსიმუმ ხვალ დილისთვის დაასახელებს. "ვიცი რომ კულტურის მინისტრთან დაკავშირებით საზოგადოებაში დიდი ინტერესი არსებობს. ეს გახლავთ ერთ-ერთი საპასუხისმგებლო სამინისტრო. მინისტრს ყურადღებით ვარჩევთ. გვაქვს რამდენიმე კანდიდატურა და დღეს საღამოს თუ არა მას ხვალ დილით დავასახელებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
![]() |