სამართალი
გატაცებული ქართველი მეზღვაურების დასახმარებლად ფონდი შეიქმნა

somaleliსომალელი მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაურების დასახმარებლად, პროფკავშირების ინიციატივით, სპეციალური ფონდი შეიქმნა.
საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლებმა, გამოსასყიდის შეგროვების მიზნით, უკვე მიმართეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს. მეზღვაურების დასახმარებელი კამპანია ქვეყნის შიგნითაც მიმდინარეობს. ცნობილია, რომ სომალელი მეკობრეები გამოსასყიდს კვირის ბოლომდე დაელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, გემის ჩაძირვითა და მეზღვაურების დახოცვით იმუქრებიან.
მეკობრეების მიერ 2 თვის წინათ გატაცებულ მალტის დროშის ქვეშ მცურავ გემზე 42 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 13 საქართველოს მოქალაქეა.