საზოგადოება
„მოვუწოდებთ მერიის ყველა სამსახურს - ნუ მოახდენენ საქმიანობის პარალიზებას, იმუშაონ ჩვეულ რეჟიმში და ემსახურონ მაცხოვრებლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ქმედება შეფასდება პასუხისმგებლობისგან თავის არიდებისა და საბოტაჟის მცდელობად!“

1narmanman-saz1საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი.
თბილისის არჩეული მერის განცხადება
ბოლო დღეების განმავლობაში თბილისის მერიის გარკვეული სამსახურები და მათი ხელმძღვანელები მოქალაქეებს და დაიტერესებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს აწვდიან არასწორ ინფორმაციას, თითქოსდა სხვადასხვა საკითხის გადასაწყვეტად უნდა მიმართონ თბილისის არჩეულ მერს, დავით ნარმანიას და მის ადმინისტრაციას. აღნიშნული ქმედება, სავარაუდოდ, განპირობებულია პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მოტივით. მერიის სამსახურების ხელოვნური პარალიზებით, პირველ რიგში, ზარალდებიან თბილისელები, რომლებიც დედაქალაქის თვითმმართველობის სტრუქტურებს კონკრეტული საკითხების გადაწყვეტის თხოვნით მიმართავენ. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და საარჩევნო კოდექსის თანახმად, ქალაქ თბილისის ახლადარჩეულ მერს თავისი მოვალეობების შესრულების უფლება მხოლოდ მისი უფლებამოსილების ცნობის შემდეგ უჩნდება. საქართველოს კანონმდებლობით, ახალი მერის უფლებამოსილების ცნობამდე, არსებული ვიცე-მერები, თბილისის მთავრობა და მთავრობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები ვალდებული არიან, ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ მუშაობა და კეთილსინდისიერად შეასრულონ კანონმდებლობით მათზე დაკისრებული მოვალეობები“.