უცხოეთი
აშშ-ის კონგრესმენი, რონ პოლი: „Boeing-777-ის დაცემა - აშშ-ის მიერ მაიდნის მხარდაჭერის შედეგია

1thumbup-zar3საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. „Boeing-777-ის კატასტროფის შემდეგ, დასავლელმა პოლიტიკოსებმა და მას მედიის საშუალებებმა უნისონში დაიწყეს ამ ტრგედიიდან მაქსიმალური პროპაგანდისტული სარგებლის ამოღება“, - აცხადებს ამერიკელი კონგრესმენი, რონ პოლი.
ამრიგად, ბარაკ ობამამ, გამოძიების დასრულებამდე დასდო ბრალი მეამბოხეებს. მისი განცხადება აშშ-ის წარმომადგენელმა გაეროში, სამანტა პაუერმაც გაიმეორა. „ნუთუ ასე რთულია მოითხოვო მომხდარის ობიექტურად გამოძიება?“, - კითხვას სვამს, რონ პოლი. იგი თვლის, რომ მიუხედავად „მთავრობის პროპაგანდისა“ დასავლური მედია, ბევრ რამეზე სდუმს. 
მისი თქმით, ამაზე მიუთითებს ის, რომ  პირველ რიგში, ჟურნალისტები არ ახსენებენ  სახელმწიფო გადატრიალებას უკრაინაში, როდესაც ევროკავშირისა და აშშ-ის დემონსტრანტებმა დაამხეს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, იანუკოვიჩი. 
„რომ არა ეს შტატების მიერ დაფინანსებული გადატრიალება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომდევნო არეულობების შედეგად ასეულობით ადამიანის დაიღუპებოდა“, - ხაზგასმით აღნიშნა რონ პოლმა. 
მისივე სიტყვებით, მედია სდუმს იმის შესახებ, რომ ეუთოს ცნობით, კიევის ხელისუფლება პასუხისმგებელია ლუგანსკში 250 მშვიდობიანი მოსახლის მკვლელობაზე. Boeing-ის დაცემიდან მეორე დღეს ლუგანსკში 20 ადამიანი მოკლეს.