უცხოეთი
Boeing-ის ვარდნის შესახებ, პუტინმა სპეციალური განცხადება გააკეთა

1-vladeimir-zar1საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოვიდა სპეციალური განცხადებით, რომელშიც მან მოუწოდა შეექმნათ ყველა საჭირო პირობა, მალაიზიის Boeing-ის უკრაინაში დაცემის სრული და ობიექტური გამოძიების ჩასატარებლად. აცხადებს გამომცემლობა „ИТАР-ТАСС“-ი.  რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა უკვე მიმოიხილა საკითხები გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრიისა და ნიდერლანდების ლიდერებთან დონეცკში მომხდარი კატასტროფის გამოძიების გარშემო.  როგორც საქინფორმი უწინ იუწყებოდა, Boeing 777-ის დაცემა, რომელიც გადიოდა რეისს ამსტერდამ - კუალა-ლუმპურს, 17 ივლისს, მისი ყველა 298 მგზავრი დაიღუპა. კიევის მთავრობა და მეამბოხეები მომხდარს ერთმანეთს აბრალებენ.

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ტრაგედიის ადგილზე მომუშავე საერთაშორისო ექსპერეტების მუშაობს. დარწმუნებული ვარ, რომ 28 ივლისს ბრძოლები უკრაინის აღმოსავლეთით, რომ არ განახლებულიყო,  ამ ტრაგედიასაც ადგილი არ ექნებოდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.