რედაქტორისგან
საქინფორმი: „ივანიშვილისთვისა და ახალი მთავრობისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით, ნაძირალა სააკაშვილი მზად არის საქართველო გაწიროს!“

1-mishkinkot-red22014 წლის 19 ივლისს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ცურიხიდან, სააკაშვილმა განაცხადა: „ქართველი ოფიცრები, რომლებიც არიან იქ და ეხმარებიან, კონსულტაციას უწევენ, საკმაო რაოდენობით უკვე, მე სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ რამდენიმე მათგანი დაიბარეს საქართველოს კონტრდაზვერვაში და უთხრეს, რომ თქვენი უკრაინაში სიარული არ არის სასურველი, ჩვენი გეოპოლიტიკური ორიენტაცია რომ შეიცვალოს ხვალო, მერე თქვენ შეგიქმნით პრობლემებსო“.
ამით პროვოკატორი სააკაშვილი პირდაპირ უცხადებს კრემლს:

დაარტყით საქართველოს, რადგან ქართველი ოფიცრები უკრაინაში იბრძვიან, როგორც დაქირავებული მებრძოლები (სწორედ რომ მოქმედი ოფიცრები, რადგანაც თადარიგის ოფიცრები სამოქალაქო პირები არიან და კონტრდაზვერვას უფლება არა აქვს მათ მითითებები მისცეს!)
დაარტყით საქართველოს, რადგან ახალი მთავრობა ორმაგ თამაშს თამაშობს და რუსეთთან ცრუობს - ერთი მხრივ, თითქოს და ამყარებს მასთან სავაჭრო და ჰუმანიტარულ ურთიერთობებს, ხოლო მეორე მხრივ, აგზავნის პროფესიონალ მებრძოლებს მათი მოკავშირეების გასანადგურებლად უკრაინაში (ესეიგი, საქართველო ირიბად აგრძელებს ომს რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც სააკაშვილმა 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო)!
დაარტყით საქართველოს, რადგან სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, „ГРУ“-სა და „ФСБ“-ს განცხადებები იმის თაობაზე, რომ საქართველოში, სპეციალურ სამხედრო ბანაკებში ამზადებდნენ მებრძოლებს რუსეთთან საომრად ჩეჩნეთში, იყო სრული სიმართლე,  უფრო მეტიც - დღევანდელმა მთავრობამ ესეც არ იკამარა და დღეს უკრაინაში რუსეთთან საომრად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიცრებს უგზავნის!
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის, 21 ივლისი

თბილისი, საქართველო