საზოგადოება
შემეცნებითი ექსკურსია: თბილისის არქიტექტურა და გამოჩენილი რუსი მოღვაწეები

1-pushken-saz2-analit-mainსაქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. სახალხო მოძრაობამ ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის, ევრაზიის ინსტიტუტის ხელშეწყობით, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლების მცხოვრებ ბავშვებისათვის საქველმოქმედო-შემეცნებითი აქცია მოაწყო. კერძოდ, 10-14 წლის ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისათვის, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, მოეწყო ექსკურსია საქართველოს დედაქალაქში. სახალხო მოძრაობისა და ევრაზიის ინსტიტუტის გაერთიანებული ძალებით, 60-ზე მეტი ბავშვი და რამდენიმე პედაგოგი ესტუმრა თბილისს. დედაქალაქის სტუმრებს შორის იყვნენ ბერშუეთელი, კირბალელი, ცერონისელი, ავნელელი და კნოლეველი ბავშვები. მათი დიდი ნაწილი აქამდე საერთოდ არ იყო ნამყოფი თბილისში და მათთვის ექსკურსია განსაკუთრებით საინტერესო იყო.  ექსკურსიის ორგანიზატორების მიზანს წარმოადგენდა, რომ ბავშვებს, გართობასთან ერთად, მიეღოთ ობიექტური ინფორმაცია თბილისის, როგორც ხალხთა მეგობრობის, განსაკუთრებით კი, ქართულ-რუსული მეგობრობის ქალაქის შესახებ. სამწუხაროდ, სააკაშვილის რეჟიმის ანტირუსული და თან ანტიქართული ხასიათიდან გამომდინარე, მოსწავლეებს აღარ აწვდიდნენ არანაირ დადებით ინფორმაციას ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ. სწორი სწავლებისა და აღზრდის პრობლემა ქართულ სკოლებში დღესაც მწვავედ დგას. ამიტომ სახალხო მოძრაობისა და ევრაზიის ინსტიტუტის წევრებმა ბავშვებს ინფორმაცია მიაწოდეს ქართველებისა და რუსების დიდი ისტორიული მეგობრობის შესახებ,  აუხსნეს, რომ აღა-მაჰმად ხანის მიერ ძირფესვიანად დანგრეული თბილისის აღდგენა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოხდა და ამაში ქართველების მეგობარი წარჩინებული რუსების წვლილი განუზომელია.

1-chill1-saz2-analit

ექსკურსიის ორგანიზატორებმა ყველა ღონე იხმარეს, რომ ბევრისაგან მივიწყებული ქართული სოფლებიდან ჩამოსულ ბავშვებს თბილისში ყოფნა საუკეთესო მოგონებად ექცეთ. იყო მულტფილმის ჩვენება კინოთეატრში, ხოლო სადილისა და სპეციალურად გამომცხვარი ტორტის შემდეგ ბავშვებმა ზოოპარკი დაათვალიერეს, გული იჯერეს ატრაქციონებზე თამაშით. ბავშვებს სპეციალური ბუკლეტები - მოსწავლის სამახსოვრო დაურიგდათ, სადაც აღწერილია რუსთაველის გამზირზე და ჩუღურეთში მდებარე რამდენიმე უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ძეგლის ისტორია, რომელთა აშენებაც რუსი მოღვაწეების სახელებს უკავშირდება.სასიამოვნო სანახავი იყო ქართველი ბავშვების ინტერესიანი სახეები. სხვაგვარად ვერც იქნებოდა, რადგან მათ ქალაქში მეგზურობას ქალბატონი ნანა წითელაშვილი უწევდა, რომელიც ქართულ-რუსული კულტურული ურთიერთობების ისტორიის შესანიშნავი მცოდნე და ალექსანდრე გრიბოედოვის ბიოგრაფიის მკვლევარია.

1-child-saz2-analit 1-chil3-saz2-analit

სახალხო მოძრაობა და ევრაზიის ინსტიტუტი მადლობას უცხადებენ ქალბატონ ლიკა   ბებურიძეს (”კავკასიონი სინერგია”) და კინოთეატრ ”რუსთაველის” ადმინისტრაციას მულტფილმის უფასო ჩვენებისათვის, ქალბატონ მაია ბუჩუკურს (”მსოფლიო ნაღმების გარეშე”), ქალთა საბჭოს (თავმჯდომარე ქ-ნი მზექალა შანიძე) და კომპანია ”ბარამბოს” ბავშვების ტკბილეულით დასაჩუქრებისათვის, ასევე შპს ”საქელექტრომანქანის” დირექტორს ბატონ ნუკრი ბარელაძეს, ბავშვებისთვის სასადილო დარბაზის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის.

1-children4-saz2-analit

ასე მაგალითად, თბილისის პირველი გენერალური დაგეგმარება ალექსანდრე გრიბოედოვს ეკუთვნის. ამიტომაც ქართლის სოფლებიდან ჩამოსულმა ბავშვებმა გრიბოედოვის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. ასევე ყვავილებით შეამკეს ილიასა და აკაკის ძეგლი პირველი გიმნაზიის წინ, რომელიც, როგორც ცნობილია, 1991-92 წლების მოვლენების შემდეგ მოსკოვის მერისა და მთავრობის მხარდაჭერით იქნა აღდგენილი და გარემონტებული. ბავშვებმა პატივი მიაგეს ალექსანდრე პუშკინსაც, რომლის ბიუსტთანაც მიიტანეს ყვავილები პუშკინის სახელობის სკვერში.