ნინო ბურჯანაძისა და ვლადიმერ პუტინის მორიგი შეხვედრა მალე გაიმართება
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს, შესაძლოა, უახლოეს მომავალში შეხვედეს.
ამის შესახებ ბურჯანაძემ განცხადება დღეს, 19 ნოემბერს, გააკეთა: ,, ვლადიმერ პუტინს შევხვდები და, არ გამოვრიცხავ, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდეს. ამის თაობაზე აუცილებლად შეგატყობინებთ".
ამასთან, მან არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან ამ დღეებში შეხვედრის თაობაზე. "ვიმყოფებოდი ევროპაში, სადაც მქონდა ძალიან სერიოზული შეხვედრები, მათ შორის - ევროპის სახელმწიფოების ხელისუფლებების უმაღლეს წარმომადგენლებთან", - აღნიშნა ბურჯანაძემ, მაგრამ სად და ვისთან, - არ დაუკონკრეტებია.