სამართალი
საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მეცხრე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ადე ო. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 17 ივლისს ზემო ფონიჭალის დასახლებაში N19 ავტობუსის მძღოლს, 1964 წელს დაბადებულ ვალერიან ე-ს ურთიერთშელაპარაკებისას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ადე ო. მომხდარიდან მეორე დღეს თბილისში დააკავეს.