პოლიტიკა
“ვულოცავ ყველას დღევანდელ დღეს, ეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში!” - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე
1-vipiem-pol1საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი ოცნება არის ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა და ქვეყნის განვითარება. „ეს არის ჩვენი წინაპრების და ჩვენი ოცნება. ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს!",- განაცხადა პრემიერმა. სზხელმწოფოს მეთაურმა ჟურნალისტების მიერ პრეზიდენტის პარლამენტში სტუმრობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ეს მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა: " პრეზიდენტი არის ჩვენი გუნდის წევრი და რა თქმა უნდა, დღეს შემოგვიერთდა",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
2014 წლის 18 ივლისს, პარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის შემდეგ პრემიერმა სარატიფიკაციო სიგელს მოაწერა ხელი.