უცხოეთი
საქართველო, მოლდოვა და უკრაინა - კაპიტოლიუმის მწვერვალზე

1-beliidom-zar3საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. დიპლომატებმა და პოლიტიკოსებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ევროკავშირისა და ვოშინგტონის ერთობლივ ფორუმზე.
სამშაბათს გამართულ, ამერიკის კონგრესის ერთობლივ მიღებაზე ვოშინგტონში არსებული: საქართვოლს, მოლდოვისა და უკრაინის საელჩოები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად მივიდნენ.
კონგრესზე გამოვიდნენ უკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და აშშ-ის ელჩები. მისასალმებელი სიტყვა შეკრებილთათვის წარმოთქვა სენატის კომიტეტის თავმჯდომარემ, ედ როისმა.
„ჩვენი პოლიტიკა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მიმართ რჩება კონსტრუქციული და წარმოადგენს მხარდაჭერას თქვენი ქვეყნების თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიულობის მიმართ. მე ვაპირებ წარვუდგინო სენატს ახალი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს  უკრაინის დახმარებასა და ახალ სანქციებს რუსეთის საწინააღმდეგოდ.
თქვენს ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ აღმოსავლეთსა და დასავლეთთან თავისუფალი ვაჭრობის წარმოების არჩევანი, ყოველგვარი პოლიტიკური შეზღუდვების გარეშე“, - აღნიშნა სენატორმა.