ვლადიმერ პუტინი: „უკრაინა პასუხისმგებელია Boeing 777-ის კატასტროფაზე“
საქართველო, 18 ივლისი,
საქინფორმი. „ცხადია, რომ სახელმწიფო რომლის ტერიტორიაზეც ეს საზარელი ტრაგედია მოხდა, პასუხისმგებელია ამაზე“, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფოს ლიდერმა ეკონოკის საკითხებთან დაკავშირებულ საბჭოზე, რომლის დაწყებისთანავე მან გარდაცვლილთა საპატივსაცემოდ წუთიერი დუმილი გამოაცხადა.
პუტინი ირწმუნება, რომ „ეს ტრაგედია არ მოხდებოდა, თუ ამ მიწაზე სიმშვიდე დაისადგურებდა და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით ბრძოლები აღარ განახლდებოდა“. მან რუსეთის მთავრობას დაავალა გამოეყენებინათ ყველა შესაძლო ხერხი, რათა დადგენილიყო მომხდარის ობიექტური სურათი. „ვუხმობ რუსეთის ხელისუფლებას სახალხო უწყებათა დახმარებით ჩაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება იმისათვის, რომ მოხდეს მომხდარის დეტალური გამოძიება. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რაც ჩვენს ძალებშია, რათა ინციდენტის ობიექტური სურათი გახდეს ხელმისაწვდომი უკრაინის, ჩვენი და მსოფლიო საზოგადოებისთვის" - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.