ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს მისი დაკრძალვა საბურთალოს პანთეონში სურს
საქართველო, 18 ივლისი,
საქინფორმი. ეროსი კიწმარიშვილს კვირას 2014 წლის 20 ივლისს დაკრძალავენ.
ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს მისი დასაფლავება
საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სურს.
ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის ცნობილი. მისი ოჯახი ელოდება ქალაქის ხელისუფლების ნებართვას ფორმალობების დასარეგულირებლად. დაკრძალვის ცერემონიალი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობაში 14:00 საათზე გაიმართება. სამოქალაქო პანაშვიდები კი პარასკევს და შაბათს 16:00 საათიდან დაიწყება.