პუბლიკაციები
„ხვალ იყო ომი“: აშშ–ის კონგრესის კანონპროექტის „რუსული აგრესიის შესაჩერებლად“ მიხედვით, საქართველო ხდება აშშ-ის მოკავშირე, ნატოში გაწევრიანების გარეშე

1-rockets-pol1საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. აშშ–ის კონგრესის კანონპროექტის „რუსული აგრესიის შესაჩერებლად“ მიხედვით, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მიიღებენ აშშ-ის მოკავშირის სტატუსს, თუმცა კანონპროექტს ნატოში არ მიიღებენ. კანონპროექტი კონგრესმა მე-2 მოსმენით მიიღო და პროფილურ კომისიას საბოლოო მოსმენისთვის მოსამზადებლად გადაეცა. პროექტი ნატო-ს წევრობის გარეშე მოკავშირის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს პერიოდით, რომლის განმავლობაში თითოეული ეს ქვეყანა შესაბამის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, მიზანს კი თავდაცვითი სისტემის გადაცემა წარმოადგენს.
პროექტი რეკომენდაციით მიმართავს აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას გაზარდოს უკრაინის, საქართველოს, მოლდოვას, აზერბაიჯანის, ბოსნია და ჰერცოგოვინის, კოსოვოს, მაკედონიის, მონტენეგროს და სერბეთის შეიარაღებულ ძალებთან აშშ-ის შეიარაღებული ძალების ურთიერთქმედება, ასევე გააძლიეროს აშშ-ის და ნატო- დახმარება ამ ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
პროექტი ითვალისწინებს ბუნებრივი აირის შესახებ კანონში ცვლილებას, რომლის მიზანიც მსო-ის წევრი ქვეყნებისთვის გაზის ექსპორტზე საგანგებო პროცედურების დამტკიცებაა და მოუწოდებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს, კერძო საერთაშორისო ინვესტიციების კორპორაციას და მსოფლიო ბანკს მხარი დაუჭირონ საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას ბუნებრივი აირის და ნავთობის მარაგის ექსპლუატაციისა და ენერგიის ალტერნატიური წყაროების განვითარების კუთხით.
აშშ-ის ყველა ფედერალურ ორგანოს ეკრძალება ნებისმიერი ქმედითი ნაბიჯის გადადგმა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ყირიმზე სუვერენიტეტის მიღებისკენ. სახელმწიფო მდივანმა მიიღო რეკომენდაცია გაეძლიერებინა საქმიანობა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დემოკრატიულ ინსტიტუტებთან, გაცვლით საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროებში. 

საქინფორმისგან: ბორის ვასილიევის მოთხრობის სათაური „ხვალ იყო ომი“ არის ამ ფაქტის საუკეთესო დასახელება, რადგან რამდენიმე დღის შემდეგ, აშშ-ის კონგრესის მესამე მოსმენის შემდეგ, როდესაც კანონპროექტი მოიპოვებს კანონის ძალას, საქართველოს ისტორიაში მორიგი ტრაგიკული პერიოდი  დაიწყება - იგი ან გაიზიარებს უკრაინისა და სხვა, ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების ბედს და ჩაებმება ომში საკუთარ ტერიტორიაზე, ან და მას თავს დაესხმებიან სხვა ქვეყნები აშშ-ის გამო. შედეგად საქართველო გააგრძელებს დაქუცმაცებას პატარ-პატარა ნაწილებად, როგორც იუგოსლავია და უკრაინა, საბოლოოდ კი შეწყვეტს თავის არსებობას.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ აზერბაიჯანი დათანხმდება გახდეს აშშ-ის სამხედრო ბაზა და თავის ტერიტორიაზე განათავსოს ამერიკული რაკეტები, როგორც სხვებმა -  უკრაინამ, საქართველომ, მოლდოვამ, ბოსნია-ჰერცოგოვინამ, კოსოვომ, მაკედონიამ, მონტენეგრომ და სერბეთმა. ამერიკა აზერბაიჯანს არ დაუბრუნებს ყარაბახს, ისევე როგორც საქართველოს არ დაუბრუნებს აბხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. ამიტომ, ყველა ამ ქვეყანას ნატოში არ მიიღებენ - არავის უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, სამაგიეროდ ყველა ეს ქვეყანა მიიღებს მარტო აშშ-ის მოკავშირის მოვალეობებს, ნატოს წევრის უფლებების გარეშე და გადააქცევს თავის ტერიტორიას რუსეთისა და ახლო აღმოსავლეთის წინააღმდეგ მიმართული ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების პლაცდარმად...