პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა სტუმარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხში ავსტრიის მტკიცე მხარდაჭერისთვის
1-takemyhand-pol3საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტთან კარლჰაინც კოფვთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვნად ვითარდება თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში. პრემიერის განმარტებით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან (ADA). მიმდინარე წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სატყეო სექტორის რეფორმის ხელშეწყობის საკითხზე, რომლის მიზანია საქართველოში ტყის რესურსების მართვის გაუმჯობესება, გარემოს დაცვის სამინისტროს, სატყეო პოლიტიკის სამსახურისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება და სატყეო სექტორში რეფორმის განხორციელება.