პუბლიკაციები
ამერიკული დერეფანი: საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარება და ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და BENS-ის დელეგაციის შეხვედრის მთავარი თემები

1-politics-pol2-main-analitსაქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. შეხვედრას BENS-ის პრეზიდენტი, გენერალი ნორტონ შვარტცი, ორგანიზაციის დირექტორი პოლიტიკის საკითხებში ჯული გრუნდმანი და აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დაესწრნენ. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან აშშ-ს შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის წარმომადგენლები; ამერიკული საბროკერო, საკონსულტაციო და უძრავი ქონების მსხვილი კომპანიების ვიცე-პრეზიდენტები და აღმასრულებელი დირექტორები. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, ხელისუფლებას სჯერა, რომ სატრანსპორტო დერეფნის განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებასთან, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან, სფეროში დასაქმებულთა რიცხვისა და სატრანსპორტო უსაფრთხოების ზრდასთან.
საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას,  მაგალითად ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და ანაკლიის პორტის პროექტი.

1-politics-pol2-down