საზოგადოება
ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე ევროკომისარი პარლამენტში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას ესწრება, დაგეგმილია პარლამენტში მისი სიტყვით გამოსვლა

1-aquant-saz3საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე. ვიზიტის ფარგლებში შტეფან ფულე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და იუსტიციის მინისტრს. შეხვედრაზე საუბარი შეეხება ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისა და მისი შემდგომი იმპლემენტაციის საკითხს. ამასთანვე, დაგეგმილია შტეფან ფულეს შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და სამოქალქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან.