საზოგადოება
პრეზიდენტის ქალიშვილი, ანი მარგველაშვილი და ბერა ივანიშვილის ტელეკომპანია „GDS“-ი ახალ სკანდალში გაეხვნენ...

1-dochka-saz2საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. ორიდღის წინ გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილი - ან მარგველაშვილი და მისი ორი მეგობარი ბიჭი ავტომანქნაში თემურ რცხილაძის სიმღერას მღერიან (ვიდეო იხილეთ აქ) გუშინ, თურქეთიდან „Facebook”-ზე ატვირთული ვიდეოთი, ერთ-ერთი მათგანი ძიკი ჯანუაშვილი (Dziki Januashvili) გამოეხმაურა. ბერა ივანიშვილის კუთვნილი ტელეკომპანია „GDS“-ის თანამშრომლის ვიდოკომენტარი უცენზურო ტექსტს შეიცავს (ვიდეო +18 იხილეთ აქ).
ძიკი ჯანუაშვილი გავრცელებულ ვიდეოს მისზავე „Facebook”-ზე კომენტარები მოჰყვა, მათ შორის პრეზიდენტის ქალიშვილის ანი მარგველაშვილის: ძაან მიყვარხაააარ )))))))))))))) (Daaan mikvarxaaar))))))“ - წერს ანა მარგველაშვილი.
საქინფორმი: რა თქმა უნდა, არასასიამოვნო, ნატოში და ევროკავშირში მიმავალი ქვეყნის პრეზიდენტის ქალიშვილისთვის შეუფერებელი ფაქტია, მაგრამ ერთი მაინც კარგია - რუსულ ენაზე სიმღერის არ ეშინიათ...