უცხოეთი
ევროკავშირის სამიტზე შეთანხმდნენ სანქციების გაფართოებაზე რუსეთის საწინააღმდეგოდ
1-euroflag-zar1საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. ევროკავშირის სამიტზე, ევროპელი ლიდერების მიერ მიღებული ახალი სანქციების გაფართოება მიმართულია რუსეთის ფედერაციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, დარგობრივი სავაჭრო-ეკონომიკური შეზღუდვები მიღებული არაა.
დიპლომატიური წყაროს ცნობით: „მიღწეულ იქნა შეთანხმება, ევროპული საინვესტიციო ბანკის სარეკონსტრუქციო და განვითარებადი პროექტების შესაჩერებლად. გადაწყვეტილება არ შეხებია დარგობრივ სავაჭრო-ეკონომიკური სანქციების მიღებას“.

შემაჯამებელ განცხადებაში ხდება იმ ფაქტის კონსტატირება, რომ ევროკავშირის სამიტზე მხარი დაუჭირეს უკრაინული კრიზისის დარეგულირებას და მოუწოდეს მას დაუყოვნებლივ ყოველმხრივი ცეცხლის შეწყვეტისკენ.
ამ მხრივ 2 ივლისს, გამართულ სამიტზე ევროკავშირმა მხარი დაუჭირა ოთხმხრივ კონსულტაციას რუსეთს, უკრაინას, გერმანიას, საფრანგეთსა და  ბერლინის დელეგაციას შორის.
ევროკავშირის ლიდერებმა მოუწოდეს რუსეთს აქტიურად გამოეყენებინა თავისი გავლენა მეამბოხეთა ძალებზე, რომლებიც სამიტის მიერ „უკანონო შეიარაღებულ ფორმირებადაა“ შერაცხული, რათა  მოხდეს სიტუაციის სწრაფი განმუხტვა და შეწყდეს საზღვარზე მოხალისეებისა და იარაღის მიწოდება.